Logo

ნიკა მელია – რამდენიმე დღეში წარვდგებით ერთიანი ჩრდილოვანი დედაქალაქის მთავრობით

პოლიტიკა
641
Frontnews image description

რამდენიმე  დღეში საზოგადოების წინაშე წარვდგებით ერთიანი ჩრდილოვანი დედაქალაქის მთავრობით, სადაც ყველა თბილისელი საკუთარ თავს დაინახავს – ამის შესახებ თბილისის მერობის კანდიდატი “ნაციონალური მოძრაობიდან” ნიკა მელია აცხადებს. 

 

მისი თქმით, კოალიციური მთავრობის იდეა მომწიფებულია და ამის მზაობა აქვთ პოლიტიკურ ლიდერებს.  რამდენიმე დღეში ექნება კონსულტაცია ოპოზიციურ პარტიებთან მიუხედავად არჩევნებში მათ მიერ მიღებული მხარდაჭერისა.

 

“რამდენიმე დღეში ჩვენ საზოგადოების წინაშე წარვდგებით ერთიანი ჩრდილოვანი დედაქალაქის მთავრობით, სადაც ყველა თბილისელი საკუთარ თავს დაინახავს.  ჩვენთვის თბილისი გაცილებით მეტია,  ვიდრე პოლიტიკა. ბევრმა ადამიანმა, განსხვავებული პოლიტიკური გემოვნების ადამიანმა დამიჭირა მხარი”, – განაცხადა მელიამ “ტვ პირველის” ეთერში. 

 

მისი თქმით,  ის თუ ქალაქის მერის არჩევნებში გაიმარჯვებს, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის პოსტს დატოვებს და აცხადებს, რომ ასევე უნდა მოიქცნენ არჩევის შემთხვევაში სხვა პოლიტიკური ლიდერები.

თაგები:

ნიკა მელია
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები