ნიკა მელია – რატომღაც მგონია, რომ ეს არ არის უკანასკნელი მტკიცებულება, რომელსაც საზოგადოება იხილავს

ავტორი
Front News საქართველო
წარმოიდგინეთ, ივანიშვილს თხოვს დაჟინებით შეხვედრას ევტუშენკოვი და ღარიბაშვილმა გადაამისამართა, რომელიღაც ხორბლის იმპორტიორთან? – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა.
მისი თქმით, აუდიოჩანაწერს, რომელმაც ივანიშვილის რეჟიმის ლუსტრაცია მოახდინა, გაგრძელება ექნება.
“მე რატომღაც მგონია, რომ ეს არ არის უკანასკნელი მტკიცებულება, რომელსაც საზოგადოება იხილავს, რაც უნდა „ქართული ოცნების“ ლიდერებმა ისაუბრონ, რომ ეს რუსული სპეცსამსახურების მიერ გაკეთებული ჩანაწერია. რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის და მასზე ღელავენ და ამაში თავისუფალი სამყაროს არაერთი სადაზვერვო სამსახური იქნება ჩართული“, – განაცხადა მელიამ.
“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის განცხადებით, ამ ჩანაწერიდან დასტურდება ივანიშვილი თანამშრომლობს პუტინის რეჟიმთან, გარდა ამისა, ჩანს მისი განწყობაც.
“რაც გუშინ მოვისმინეთ, ეს არის დემონსტრიტრება ივანიშვილის დამოკიდებულებისა, რომ ის არის პუტინის მხარეს“, – განაცხადა მელიამ.
თაგები:
ნიკა მელია




