Logo

ნიკა მელია – რაც უნდა ნაჯახი, დანა და ხანჯალი მოგვიქნიონ, 2 ოქტომბერს კრიმინალებს, სუსი-ს აგენტებს და ზონდერებს ხალხი განაჩენს გამოუტანს

პოლიტიკა
301
Frontnews image description

რაც  უნდა ნაჯახი, დანა და ხანჯალი მოგვიქნიონ, 2 ოქტომბერს ასი ათასობით საქართველოს მოქალაქე, როგორც აზვირთებული ზვავი, მივა საარჩევნო უბნებზე და კრიმინალებს, სუსი-ს აგენტებსა და ზონდერებს განაჩენს გამოუტანს – ამის შესახებ ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ნიკა მელიამ დმანისში, 21 სექტემბერს ინციდენტთან დაკავშირებით განაცხადა. 

 

მისი თქმით, მომხდარ თავდასმასთან დაკავშირებით მხოლოდ ერთი ადამიანის დაკავება საკმარისი არ არის. 

 

“ამით რას გვეუბნება სახელმწიფო, 20 ადამიანი, ზონდერი, სუსი-ს აგენტი თუ თავს დაესხმება მშვიდობიან მოქალაქეებს, ეს დანაშაულად არ ითვლება? აუცილებელია, ნაჯახი, ხანჯალი ამოიღონ და ყელში ჩაარტყან?  საზოგადოების ზეწოლის შედეგად  ერთი ადამიანი დააკავეს  ის 19 მოძალადე ზონდერი არ უნდა დააკაონ?” – აცხადებს ნიკა მელია.

 

დმანისში გუშინდელ ინციდენტთან დაკავშირებით ადგილობრივების საპროტესტო აქცია იმართება, რომელსაც ოპოზიციის ლიდერები ესწრებიან.

თაგები:

ნიკა მელია
Advertisement