Logo

ნიკა მელია – რეჟიმი, რომელიც მხოლოდ “რობოკოპებზე” და სპეცრაზმზე დგას, მალე ჩამოიშლება

პოლიტიკა
1136
Frontnews image description

“ნაციონალური მოძრაობის” მიერ ორგანიზებული დღევანდელი აქცია-მსვლელობა ამ დროისათვის  დასრულებულია. საბოლოო ლოკაცია,  სადაც აქციის მონაწილეები მივიდნენ და თავიანთი მოთხოვნები გააჟღერეს, პრეზიდენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაა.

 

„ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით,  რეჟიმი, რომელიც მხოლოდ “რობოკოპებზე” და სპეცრაზმზე დგას, მალე დამარცხდება. 

 

“ამ რეჟიმს დღეს უნდოდა სისხლისღვრა, მაგრამ ვერ მიიღეს. საერთაშორისო საზოგადოება დარწმუნდა, რომ ოპოზიცია არის პასუხისმგებლიანი და ხელისუფლება პროვოკაციული. ერთის მხრივ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეა გადასარჩენი, მაგრამ მთავარი არის ის, რომ ჩვენ უნდა დავაბრუნოთ სახელმწიფო ევროპული განვითარების გზაზე. “ქართული ოცნება” ეთამაშება ცეცხლს და ეთამაშება ადამიანის სიცოცხლეს.

 

ბრძოლა გრძელდება ყოველდღიურად, მოთმინებით, არაძალადობრივად, მწვავედ. რეჟიმი, რომელიც მხოლოდ “რობოკოპებზე” და სპეცრაზმზე დგას, მალე ჩამოიშლება. რეჟიმი ძალიან მალე დამარცხდება”, – განაცხადა ნიკა მელიამ.

 

აქცია მსვლელობის პარალელურად მობილიზებული იყო  სპეცრაზმი და სპეციალური ტექნიკა, თუმცა აქციის მონაწილეებმა სამართალდამცველებს გვერდი აუქციეს და მსვლელობის მიმართულება შეცვალეს.

თაგები:

ნიკა მელია
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები