Logo

ნიკა მელია – რეჟიმს თუ რამე არ უნდა, არ უნდა იმ მექანიზმის ამუშავება, რომლითაც შესაძლებელია მისი ცვლილება

პოლიტიკა
05.09.2022 / 22:05
Frontnews image description

დარწმუნებული ვარ, რომ რეჟიმი დამარცხდება, –  ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა. 

 

კითხვაზე,  რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში, დარწმუნებულია თუ არა გამარჯვებაში, პასუხობს, რომ სჯერა ქართველი ხალხის, რომელიც ევროპული ღირებულებების დასაცავად ქუჩაში გამოვიდა. 

 

“მე დარწმუნებული ვარ, რომ რეჟიმი დამარცხდება. დარწმუნებული ვარ, რომ რეჟიმს თუ რამე არ უნდა, არ უნდა იმ მექანიზმის ამუშავება, რომლითაც შესაძლებელია მისი ცვლილება, ანუ არჩევნები. შესაძლებელია, არ ვამტყუნებ,  ესაა ოლიგარქიული რეჟიმის მთავარი ამოცანა, რომ ხალხი იყოს ნირწმხდარი, დეპრესიაში… 

 

ნუთუ ვინმეს  ეჭვი ეპარება,  რომ მოსახლეობის უმრავლესობა დღეს არის ევროპული, დასავლური ღირებულებების და ფასეულებები მომხრე“, – განაცხადა მელიამ. 

 

მისი თქმით, მმართველმა ძალამ თავისი ღია ანტიდასავლური რიტორიკის გამო ამომრჩევლის ერთი მესამედი დაკარგა, რადგან “ქართული ოცნება“ პოლარიზდა თავის ამომრჩეველთან”.

 

“იმედი გვაქვს თალაკვაძის და არა ქართველის ხალხის,  რომელიც ასიათასობით გამოვიდა ქუჩაში?“, – აცხადებს მელია. მთავარი  ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის განცხადებით, მისთვის მოულოდნელი იყო პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების რეაქცია დღეს  მის მიერ რიგგარეშე  არჩევნების დანიშვნის მოთხოვნაზე. 

 

მისივე თქმით, თითოეული 6 თვე ამ სახელმწიფოსთვის არის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი, რის გამოც რიგგარეშე არჩევნები უნდა დაინიშნოს.

თაგები:

ნიკა მელია
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები