ნიკა მელია – რეზოლუციები, დაფიქსირებული პოზიციები და სხვა ტიპის მხარდამჭერი განცხადებები დროა, გადაითარგმნოს კონკრეტულ ნაბიჯებში


ავტორი
Front News საქართველო
დღეს შექმნილი ვითარება ნებისმიერ ჩვენს საუკეთესო პარტნიორსაც აიძულებს, რომ რეზოლუციები, დაფიქსირებული პოზიციები და სხვა ტიპის მხარდამჭერი განცხადებები დროა, გადაითარგმნოს კონკრეტულ ნაბიჯებში, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ივანიშვილის რეჟიმისთვის საერთაშორისო იზოლაციაა საჭირო.
“დღეს შექმნილი ვითარება ნებისმიერ ჩვენს საუკეთესო პარტნიორსაც აიძულებს, რომ რეზოლუციები, დაფიქსირებული პოზიციები და სხვა ტიპის მხარდამჭერი განცხადებები დროა, გადაითარგმნოს კონკრეტულ ნაბიჯებში.
გავაცნობიეროთ შექმნილი ურთულესი ვითარება – ივანიშვილის რეჟიმისთვის საერთაშორისო იზოლაცია, სრული ოპოზიციური თანხმობა უნდა იყოს პარტიებს შორის, რომ პარლამენტში არავინ არ შევიდეს, რასაც მოჰყვება ეკონომიკური ბლოკადაც კი საერთაშორისო ასპარეზზე რეჟიმთან მიმართებაში. ეს არის ის სტატუს-კვო, რასაც რეჟიმი ვერ გაუძლებს”, – განაცხადა ნიკა მელიამ.
ევროპარლამენტის დელეგაცია საქართველოშია. ექვსი ევროპარლამენტარი შეხვედრებს გამართავს ოპოზიციასთან, საქართველოს პრეზიდენტთან და მედიასთან. პირველი შეხვედრა ოპოზიციონერ ლიდერებთან იმართება.
თაგები:
ნიკა მელია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს