Logo

ნიკა მელია – როდესაც დავრწმუნდებით, რომ ხელისუფლება განზრახ წელავს პროცესს, კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მივიღებთ

პოლიტიკა
22.12.2022 / 17:19
Frontnews image description

როდესაც ჩვენ დავრწმუნდებით, რომ ხელისუფლება განზრახ წელავს პროცესს, ეს იქნება კრიტუკულზე კრიტიკული ნიშნული და უკვე ყველა მხარე, იქნება ეს დაცვის მხარე, ოჯახი, ოპოზიციური პარტია და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფი, კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მივიღებთ, – ამის შესახებ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით სააკაშვილის სასამართლო პროცესზე საუბრისას განაცხადა.

 

“სააკაშვილის სიცოცხლით და სიკვდილით თამაში სახელმწიფოს მომავლის ბედდთან თამაშია. სამწუხაროდ, სახელმწიფოებრიობის უბედობა განისაზღვრა 90-იან წლებში, როდესაც პრეზიდენტი გამსახურდია მოკლეს. ყველანი დავზიანდით და სახელმწიფომ მიიღო ძალიან მძიმე დარტყმა. ამიტომ ჯანსაღად მოაზროვნე საზოგადოება, რომელიც აბსოლუტურ უმრავლესობას შეადგენს, მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას და ჩვენს შვილებს, მომავალ თაობას კიდევ უფრო ჩამორჩენილ სახელმწიფოს არ დაუტოვებს. სააკაშვილის მკვლელობა ნიშნავს ამ სახელმწიფოს დეგრადაციას მომდევნო სულ მცირე ათი წლის განმავლობაში. როდესაც ჩვენ დავრწმუნდებით, რომ ხელისუფლება განზრახ წელავს პროცესს, ეს იქნება კრიტუკულზე კრიტიკული ნიშნული და უკვე ყველა მხარე, იქნება ეს დაცვის მხარე, ოჯახი, ოპოზიციური პარტია და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფი, კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მივიღებთ. გონივრულ ვადაში ხელისუფლებას აქვს შესაძლებლობა, დაასრულოს საქმის განხილვა. დრო არ ითმენს, ის არ არის ჩვეულებრივი პატიმარი, რომელიც შესაძლებელია, თვეების განმავლობაში დაელოდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. მისი მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება, რაც დღეს მთელმა მსოფლიო საზოგადოებამ იხილა. ლოგიკურად შესაძლებელია, წლის ბოლომდე დაასრულონ საქმის განხილვა“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

 

მისივე თქმით, ძალიან მიშვნელოვანია ზურაბიშვილის პოზიცია. 

 

“მან დღევანდელ სასამართლო პროცესთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსირა. მისი პოზიცია შემთხვევითი არ არის. მინდა, მჯეროდეს, მას გაცნობიერებული აქვს თავისი როლი ამ პროცესში, მაშინ, როდესაც მსოფლიო თავისუფლებისთვის მებრძოლმა მთავარმა სიმბოლომ, პრეზიდენტმა ზელენსკიმ თხოვნით მიმართა ხელისუფლებას, სააკაშვილი გადასცეს უკრაინას, აშშ-ს, ან სხვადასხვა ევროპულ სახელმწიფოს. ბუნებრივია, ამ ყველაფრის ფონზე და ამ ყველაფრის შემდეგ, ზურაბიშვილის სიტყვა, პოზიცია მეტ მნიშვნელობას იძენს“, – განაცხადა მელიამ.

თაგები:

ნიკა მელია
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები