Logo

ნიკა მელია – როდესაც ხელისუფლება ბედავს იმას, რაც მაშინ გაბედა და რასაც ბედავდა შემდეგ, პროტესტი ყოველთვის იქნება

პოლიტიკა
13.09.2023 / 17:26
Frontnews image description

სტრასბურგის გადაწყვეტილებით ჩემთვის ფაქტობრივი მოცემულობა არ იცვლება, სარჩელი როცა შეგაქვს, ხან წააგებ, ხან მოიგებ, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა მელიამ განაცხადა.

 

“ერთი წამითაც არ ვნანობ იმასთან დაკავშირებით, რაც 2019 წელს ივნისის დღეებში მოხდა. ერთ-ერთი უამრავი პატრიოტი ქართველთაგანი ვიყავი და ვაპროტესტებდი გავრილოვის ძალიან აღვირახსნილ ქმედებას, რომელმაც გაბედა და რუსულად წარმოთქვა სიტყვა პრაქტიკულად იმ ადგილიდან, საიდანაც ზვიად გამსახურდიამ გამოაცხადა ისტორიული სიტყვები და სახელმწიფო გახდა დამოუკიდებელი.

 

რაც შეეხება სტრასბურგში სარჩელის წაგებას და არწაგებას, ჩემთვის ფაქტობრივი მოცემულობა არ იცვლება, სტრასბურგში როდესაც სარჩელი შეგაქვს, ხან წააგებ, ხან მოიგებ. კარგი იქნებოდა, მოგვეგო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ შეიძლება ინანო და ჩათვალო, რომ არასწორად მოიქეცი იმ დღეებში, იმ პერიოდში. პირიქით, ხვალაც რომ მოხდეს – თუმცა ეს ვერ უნდა მოხდეს, ანალოგიურად მოვიქცევი. ფიქრობთ, რაც მაშინ მოხდა, ის ნორმალური იყო? არ იყო ნორმალური. საკუთარ თავთან და ჩემი ქვეყნის მომავალთან ვარ მართალი.

 

როდესაც ხელისუფლება ბედავს იმას, რაც მაშინ გაბედა და რასაც ბედავდა შემდეგ, რუსული კანონისთვის ხმის მიცემას, პროტესტი ყოველთვის იქნება, თუნდაც სასამართლომ სარჩელი დაგიკმაყოფილოს ან არ დაგიკმაყოფილოს. დარწმუნებული ვარ, ხვალაც აბსოლუტურად იმავეს გავაკეთებდი, ეს იყო ჩემი წრფელი დამოკიდებულება პროცესებისადმი“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

თაგები:

ნიკა მელია
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები