ნიკა მელია – როდესაც ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებს აყენებენ ენით აღუწერელ შეურაცხყოფას, რა გაჩერებთ მანდ, მშვიდად და წყნარად როგორ ან რა მიზნით სხედხართ?


ავტორი
Front News საქართველო
“ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია პარლამენტში “ქართული ოცნების” დეპუტატის ალუდა ღუდუშაურის მიერ ანა წითლიძისთვის შეურაცხყოფის მიყენებას ეხმაურება და პარტიის მენეჯმენს და მამაკაც დეპუტატებს მიმართავს.
“მაქვს ძალიან კონკრეტული კითხვა ნაციონალურ მოძრაობასთან, მის მენეჯმენტთან და განსაკუთრებით მამაკაც დეპუტატებთან;
როდესაც ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებს აყენებენ ენით აღუწერელ შეურაცხყოფას, პირდაპირ ეთერში, რა ძალა, რა მისია ან რა ვალდებულება გაჩერებთ მანდ, მშვიდად და წყნარად როგორ ან რა მიზნით სხედხართ?
და ვინმემ არ თქვას ახლა, დეპუტატის მანდატი მიშას მოსანახულებლად გვჭირდებაო, ამ უფლებას რომ არ გაყენებინებენ ხომ ხედავთ?!
12 პუნქტის შესრულებაც მოიხსნა დღის წესრიგიდან, არა შედეგის, არამედ უშედეგობის გამო; საგამოძიებო კომისიებიც ვერ შეიქმნა.
პარლამენტში ყოფნა დღეის მდგომარეობით, რომ კონსტიტუციის ფარგლებს მიღმა მყოფი ოცნების ლეგიტიმაციაა, ეს ფაქტია, უბრალოდ პარლამენტში თუ ხართ, ღირსება მაინც გამოავლინეთ, რაიმე სიტუაციაში”, – წერს მელია.
“ისეთი დიდი რიგი არის სააკაშვილის ბოტასებზე და სააკაშვილის ნახმარ ტანისამოსზე, რომ საცვლებთან დაკავშირებითაც კი ძალიან დიდი დეფიციტი არის იმ მავზოლეუმში… დღედაღამ წელებზე ფეხს იდგამს წითლიძე და ძლივს ერთი ბოტასი ძლივს ჩაიხურა. რას ლაპარაკობთ, თქვენ გგონიათ, რომ ეგრე მარტივად იქნება ეგ ამბავი?
შენ ხარ ბანძი, ჩვეულებრივი ბანძი-ქალა ხარ. არ გეტყვი იმას. იმ ქალების ჩამონათვალშიც ვერ ჯდები, ვინც სააკაშვილს ევასებოდა და დაწყნარდი ეხლა, წადი შე ბანძო გაიარე, ფარჩაკი ბანძი ესა”, – მიმართა ღუდუშაურმა წითლიძეს.
კიდევ ერთ ქალ დეპუტატს თეონა აქუბარდიას შეურაცხყოფა ირაკლი ბერაიამ მიაყენა.
“იმ სამარცხვინო ტყუილს უნდა გამოვეხმაურო, რისი თქმაც წესად ექცა თეონა აქუბარდიას, ამ უსინდისო და სამარცხვინო მატყუარას”, – განაცხადა ბერაიამ.
თაგები:
ნიკა მელია