
ავტორი
Front News საქართველო
არ მიკვირს, როცა “ქართული ოცნება” იჩენს ორმაგ სტანდარტს, იჩენს და ავლენს კადნიერებას. როგორც ჩანს, მძიმე მდგომარეობა აქვს “ქართულ ოცნებას”, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა.
მისივე თქმით, როდესაც უცხოელი პარტნიორები დარწმუნდნენ, რომ “ქართული ოცნება” აშენებს ავტოკრატიას, ტრანშები და გრანტები შეწყდა.
“არ მიკვირს, როცა “ქართული ოცნება” იჩენს ორმაგ სტანდარტს, იჩენს და ავლენს კადნიერებას. 30 მილიონი სთხოვა უცხო სახელმწიფოს. კი ბატონო, ნორმალურია, ისინი ამისათვის მზად იყვნენ. არა თუ 30 მილიონი, 26 მილიარდი ლარი აქვთ გამოყოფილი ბიუროკრატიისთვის უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში მინისტრებისა და თანამდებობის პირებისთვის დემოკრატიის გასავითარებლად და არა ავტოკრატიის ასაშენებლად.
როდესაც უცხოელი პარტნიორები დარწმუნდნენ, რომ “ქართული ოცნება” აშენებს ავტოკრატიას, რა თქმა უნდა, ეს ტრანშები და გრანტები შეწყდა. როგორც ჩანს, მძიმე მდგომარეობა აქვს “ქართულ ოცნებას”, – განაცხადა ნიკა მელიამ.
“ქართული ოცნება” 30 მლნ ევროს დახმარებას სთხოვს საფრანგეთის რესპუბლიკას. ამის შესახებ ირაკლი კობახიძის მიერ 15 აგვისტოს ხელმოწერილ განკარგულებაშია აღნიშნული. როგორც ცნობილია, ეს თანხა ხაშურის წყალმომარაგებას მოხმარდება.
თაგები:
ნიკა მელია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს