ნიკა მელია – როცა ასეთი ნაბიჯი იდგმება, ვითარება მხოლოდ იძაბება და ვნებათაღელვა მხოლოდ მატულობს

ავტორი
Front News საქართველო
“ქართული ოცნება” ახლა ნირვანაშია, განცხრომაშია. მისი მთელი პროპაგანდისტული ხაზი ესაა, რომ აქეთ არის ბიძინა ივანიშვილი და მისი ალტერნატივა არის არა ქართული ოპოზიცია, არამედ ახლა დავით კეზერაშვილი, ან ვანო მერაბიშვილი, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა.
მისი თქმით, მისმა თანაპარტიელებმა შეცდომა დაუშვეს, როდესაც იმ ფორმით მოახდინეს არჩევნების დანიშვნის მოთხოვნა, რითაც ქართულ ოცნებას მისცეს შესაძლებლობა მისთვის სასურველი პროპაგანდისტული ხაზის გატარების.
“როცა ასეთი ნაბიჯი იდგმება, ვითარება მხოლოდ იძაბება და ვნებათაღელვა მხოლოდ მატულობს. ვცდილობ მაქსიმალურად დარეგულირდეს პარტიაში ვითარება, ვნებათაღელვის ტემპერატურამ დაიწიოს, როდესაც დაუშვებ მომაკვდინებელ შეცდომას, ამით სარგებლობს შენი მოწინააღმდეგე. მე სულ არ მიხარია, რომ ლევან ხაბეიშვილზე ლაპარაკობენ ისე, როგორც ლაპარაკობენ, “ქართული ოცნება” ახლა ნირვანაშია, განცხრომაშია. მისი მთელი პროპაგანდისტული ხაზი ესაა, რომ აქეთ არის ბიძინა ივანიშვილი და მისი ალტერნატივა არის ახლა დავით კეზერაშვილი, ან ვანო მერაბიშვილი. 24 საათი ამაზე საუბრობენ, რომ წარმოაჩინონ, რომ ბიძინა ივანიშვილის ალტერნატივა არის არა ქართული ოპოზიცია, “ნაციონალური მოძრაობა”, არამედ ცალკეული ადამიანები, რომლებიც ჩემი აზრით, თუ არიან ჩართული ამ პროცესებში უნდა იყვნენ ავანსცენაზე, კულისებში როცა ხარ, ვინც არ უნდა იყო, მოწყვლადი ხდები.
ჩვენ გაუაზრებელი პროცესი გავხსენით და მივეცით შესაძლებლობა ამ მართვად ქაოსში გვამყოფოს „ქართულმა ოცნებამ“ თავისი პროპაგანდისტული არხებით“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
თაგები:
ნიკა მელია




