Logo

ნიკა მელია – რუსეთს ჰყავს დღეს ორი მკვეთრად გამოხატული მოკავშირე, ერთია ლუკაშენკო და მეორე ივანიშვილი

პოლიტიკა
318
Frontnews image description

რუსეთს ჰყავს დღეს ორი მკვეთრად გამოხატული მოკავშირე, რომლებსაც სახელმწიფო აქვთ მიტაცებული, ესაა ერთი ლუკაშენკო და მეორე ივანიშვილი, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა. 

 

მისი თქმით, ის ფაქტი, რუსეთის ტერორისტ სახელმწიფოდ გამოცხადების რეზოლუციას საქართველო არ შეუერთდა ცივილიზებული სამყაროსთვის ცუდი სიგნალი იყო. 

 

“დღეს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი აღარ არის მხოლოდ ქართული სახელმწიფოებრიობის საფრთხე. რუსეთს ჰყავს დღეს ორი მკვეთრად გამოხატული მოკავშირე, რომლებსაც სახელმწიფო აქვთ მიტაცებული, ესაა ერთი ლუკაშენკო და მეორე ივანიშვილი, ის ფორმალურად პრეზიდენტი, ეს არაფორმალურად მმართველი თავისი კლანების მეშვეობით. 

 

როცა მთელი ევროპა ერთ დარბაზში იკრიბება და გადაწყვეტილებას იღებს, რომ პუტინის რუსეთი გამოცხადდეს ტერორისტულ სახელმწიფოდ, რომელიც ბავშვებს და მშვიდობიან მოსახლეობას ხოცავს, ამ გადაწყვეტილების მიღების დროს ივანიშვილის წარმომადგენლები ევროსაბჭოს მიერ მიღებულ რეზოლუციას მხარს არ უჭერენ. ეს რა გზავნილია მსოფლიოსთვის? ცხადია,  პუტინის ყველა მოკავშირე იქნება მიზანში ამოღებული დასავლეთის მხრიდან“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

თაგები:

ნიკა მელია
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები