Logo

ნიკა მელია – საახალწლო ტიპის ღონისძიებაში მონაწილეობას არ მივიღებთ

პოლიტიკა
1537
Frontnews image description

“ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, ორბელიანების სასახლეში ხვალინდელ მიღებას არ დაესწრებიან.

 

მელიას თქმით, ღონისძიებაში მონაწილეობას არ მიიღებენ, ვინაიდან ეს არის კლასიკური საახალწლო ტიპის მიღება.

 

“ვინაიდან ეს არის კლასიკური საახალწლო ტიპის მიღება, მადლობა მათ მიპატიჟებისთვის, მაგრამ ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ ტიპის ღონისძიებაში მონაწილეობას არ მივიღებთ. მონაწილეობას მივიღებთ მას შემდეგ, როცა შეხვედრა გაიმართება იმ საკითხთან დაკავშირებით, რაზეც ქალბატონმა ზურაბიშვილმა რამდენიმე დღის წინ ისაუბრა“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ხვალ პოლიტიკური პარტიებისთვის საახალწლო მიღებას გამართავს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები