Logo

ნიკა მელია – საბჭოთა კავშირიც ასეთი იყო, ჩერნობილის კატასტროფასაც ასე მალავდნენ

პოლიტიკა
365
Frontnews image description

შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით, ინფორმაციის დამალვისა და “სხვა რეალობის” შექმნის პროცესში, ოცნების პროპაგანდა საკუთარ ფსკერსაც კი ჩასცდა, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია წერს.

 

“არ უნდა არსებობდეს “მოწმე”, რომელიც იტყვის სიმართლეს, რომ იბრძოლა სიცოცხლისთვის და ისე გადარჩა… ან თუ არსებობს უნდა “გააშავონ”.

 

არ უნდა არსებობდეს მეცნიერი, რომელიც იტყვის სიმართლეს, რომ სტიქიის არა, მაგრამ ამხელა მსხვერპლის თავიდან არიდება შეიძლებოდა. ახლა ცდილობენ თეა გოდოლაძის გაშავებას, რომ შეცვალონ რეალობა.

 

საბჭოთა კავშირიც ასეთი იყო – ჩერნობილის კატასტროფასაც ასე მალავდნენ…

 

თუმცა, რაც უფრო აგრესიულად ეცდებიან სიმართლის მთქმელების “გაშავებას”, უფრო დარწმუნდება საზოგადოება, რომ მართლაც, არც თუ ცოტა აქვთ დასამალი..”, – წერს მელია.

 

თაგები:

ნიკა მელია
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები