ნიკა მელია – საბჭოთა საქართველოში შემოსასვლელ საშვებზე ვამბობთ უარს


ავტორი
Front News საქართველო
ის, რაც ამ შენობაში ხდება, საბჭოთა საქართველოა და საერთო არ აქვს პარლამენტთან. შესაბამისად, საბჭოთა საქართველოში შემოსასვლელ საშვებზე ვამბობთ უარს, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა.
მისივე თქმით, მიზანი “ოცნების” მარტო დატოვება და ხელახალი არჩევნებია.
“კოალიცია ცვლილებებისთვის” ამომრჩეველმა ხმა მისცა ცვლილებისთვის. ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, არ ნიშნავს, რომ ხალხის წარმომადგენლობაზე ვამბობთ უარს, პირიქით, ეს გზა გადის ამ ე.წ. პარლამენტის სრულ დელეგიტიმაციაზე, “ქართული ოცნების” ე.წ. ხელისუფლების ამ შენობაში მარტო დარჩენაზე და ახალ არჩევნებზე. დიახაც, ეს ჩვენი აქტი ამ მიზანს მიაღწევს.
იძულებით “ქართული ოცნების” ამომრჩევლებიც, ისინიც კი ფიქრობენ, რომ რაც ამ შენობაში ხდება, საბჭოთა საქართველოა და საერთო არ აქვს პარლამენტთან. შესაბამისად, საბჭოთა საქართველოში შემოსასვლელ საშვებზე ვამბობთ უარს”, – განაცხადა ნიკა მელიამ.
“კოალიცია ცვლილებებისთვის” პარლამენტს მანდატების გაუქმების მოთხოვნით ოფიციალურად მიმართავს.
თაგები:
ნიკა მელია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა