
ავტორი
Front News საქართველო
რეჟიმის ცვლილებისა და მიშას თავისუფლებისკენ მიმავალი გზა, პრინციპულობით, მორალური უპირატესობის მუდმივი დემონსტრირებით, სწორი მიზნის გარშემო, მართალი ადამიანების ერთობით უნდა გავიაროთ, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ნიკა მელია წერს.
“დღეს, მიხეილ სააკაშვილის საზოგადოებრივი მისაღების გახსნას დავესწარი; საქართველოში არ უნდა არსებობდნენ პოლიტპატიმრები, პოლიტიკური პატიმრობის დასრულების ერთადერთი გზა არის რეჟიმის ცვლილება.
არ უნდა გვქონდეს რეჟიმისგან მოლოდინი, რომ ის რეჟიმის ტყვეს გაათავისუფლებს; არსებობს ბრძოლის მხოლოდ ერთი გზა, შეიძლება გრძელი გზა, მაგრამ ერთადერთი გზა, რომელიც მიზნამდე მიგვიყვანს – ეს ავტოკრატიული რეჟიმის დემოკრატიული წყობით ჩანაცვლებაა და არა მისი დემოკრატიზაციის მცდელობა….
პოლიტიკური დევნის საკითხი, არ არის შიდაპარტიული საკითხი, სადაც არ უნდა ვიყო და რომელი პლატფორმიდანაც არ უნდა გავაგრძელო ბრძოლა, ვიბრძოლებ რეჟიმის ცვლილებისა და პოლიტიკური დევნის დასრულებისათვის….
ყოველთვის ვუსწორებდი თვალს რეალობას, სასურველი შესაძლებლად არასოდეს წარმომიდგენია, არც მომხრეთათვის და არც ტყვეობაში მყოფი ადამიანისათვის.
რეჟიმის ცვლილებისა და მიშას თავისუფლებისკენ მიმავალი გზა, პრინციპულობით, მორალური უპირატესობის მუდმივი დემონსტრირებით, სწორი მიზნის გარშემო, მართალი ადამიანების ერთობით უნდა გავიაროთ”, – წერს მელია.
თაგები:
ნიკა მელია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს