Logo

ნიკა მელია – საერთაშორისო იზოლაცია გაფართოვდება და ივანიშვილის პოლიტიკურ კისერზე ყულფი შევიწროვდება

პოლიტიკა
31.01.2025 / 17:08
Frontnews image description

საერთაშორისო იზოლაცია მხოლოდ და მხოლოდ გაფართოვდება და ივანიშვილის პოლიტიკურ კისერზე და ყელზე ყულფი შევიწროვდება, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, საერთაშორისო იზოლაციაში ივანიშვილის რეჟიმმა საკუთარი თავი თვითონვე ჩააყენა.

“ეს საერთაშორისო იზოლაცია, რომელშიც თავი აღმოიჩინა ივანიშვილმა და მისმა რეჟიმმა, მხოლოდ და მხოლოდ გაფართოვდება, ივანიშვილის პოლიტიკურ კისერზე და ყელზე ყულფი შევიწროვდება.

დასავლური დემოკრატიები დგანან მკაფიოდ, ცხადად ქართული საზოგადოების გვერდით მხოლოდ ერთი მიზნის მიღწევისთვის, რომ ამ ქვეყანაში არჩევანის უფლება დაბრუნდეს, ამ ქვეყანაში დემოკრატიულმა ღირებულებებმა გაიმარჯვოს, აი, ამ პროცესს ვადევნებთ ჩვენ თვალყურს”, – განაცხადა ნიკა მელიამ.

თაგები:

ნიკა მელია
Advertisement