Logo

ნიკა მელია – სალომე ზურაბიშვილმა უნდა იმოქმედოს შესაბამისი პოლიტიკური ინსტრუმენტების გამოყენებით, რომელიც მის ხელთ არის

პოლიტიკა
463
Frontnews image description

სალომე ზურაბიშვილმა  უნდა იმოქმედოს შესაბამისი პოლიტიკური ინსტრუმენტების გამოყენებით, რომელიც მის ხელთ არის, –   ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკას მელიამ განაცხადა. 

 

მისი თქმით,  პრეზიდენტი არ არის ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე, რომ მხოლოდ განცხადებებით შემოიფარგლოს. 

 

“ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი ჩამოვა, როგორც მან ბრძანა და თავად მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ მას ნამდვილად სურს ვითარების ოდნავ მაინც განმუხტვა, თუ ის რეალურად გულისხმობს იმას, რაც ბრძანა პირდაპირ ჩართვაში ბრიუსელიდან, რომ ქვეყანა იმყოფება ძალიან სერიოზული საფრთის წინაშე და ის გააკეთებს ყველაფერს, რომ ეს საფრთხე აარიდოს სახელმწიფოს. მან უნდა იმოქმედოს შესაბამისი პოლიტიკური ინსტრუმენტების გამოყენებით, რომელიც მის ხელთ არის.  ამიტომ საუბარი მისგან, ის ხო არ არის ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე, ის არის ქვეყნის პრეზიდენტი, რომელიც უფლებამისილია მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილებები, რაც ოდნავ მაინც მოცემულ ეტაპზე გადმუხტავს პოლიტიკურ ვითარებას“, – განაცხადა  მელიამ. 

 

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო განცხადებაში აღნიშნა, რომ საჩქაროდ ბრუნდება  საქართველოში ქვეყნის ევროპული მომავლის გადასარჩენად.

თაგები:

ნიკა მელია
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები