ნიკა მელია – სალომე ზურაბიშვილს აღარ ენდობიან და რამდენიმე პროკურორს დაავალეს სასწრაფოდ ნიადაგის მომზადება


ავტორი
Front News საქართველო
სალომე ზურაბიშვილს აღარ ენდობიან და პროკურატურაში ტოპ რამდენიმე პროკურორს დაავალეს სასწრაფოდ ახალი სისხლის სამართლის საქმეების ფარგლებში ნიადაგის მომზადება, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ და თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ განაცხადა.
მისი თქმით, “ქართული ოცნება” შიშობს, რომ ზურაბიშვილმა შეიძლება სააკაშვილი შეიწყალოს.
“გაგანდობთ ერთ ინფორმაციას სანდო წყაროდან მოპოვებულს. სალომე ზურაბიშვილს იმდენად აღარ ენდობიან, რომ პროკურატურაში ტოპ რამდენიმე პროკურორს დაავალეს სასწრაფოდ ახალი სისხლის სამართლის საქმეების ფარგლებში ნიადაგის მომზადება. იმ შემთხვევაში, თუ სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს და ეს შეიძლება გააკეთოს 5 წუთში იმ საქმეებზე, რაზეც განაჩენი დგას, ამ ადამიანებს, ანუ “ქართულ ოცნებას” ჰქონდეს სათადარიგო რაღაც“, – განაცხადა ნიკა მელიამ “ტვ პირველის” გადაცემაში „რეაქცია”.
თაგები:
ნიკა მელია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს