ნიკა მელია – საქართველო იწყებს სამართლიან პროტესტს

ავტორი
Front News საქართველო
საქართველო იწყებს პროტესტს, იწყებს სამართლიან პროტესტს და ეს პროტესტი იწყება დღეს ბათუმში, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს.
მისი თქმით, დღესვე, 18:00 საათზე აქციაა დაგეგმილი რუსთავის ციხესთან.
“ის, რაც ხელისუფლებამ იკადრა, ის რაც ბიძინა ივანიშვილმა იკადრა, ღარიბაშვილმა, ყველამ ვინც კი ქართული ოცნების ეგიდითა და სახელით არჩევნების დღეს მოქმედებდა, არის დანაშაული. ყველაზე დიდი დანაშაულია, როდესაც არჩევანს ართმევ საქართველოს მოქალაქეს, ამიტომაც ეს არ დავერ დარჩება პასუხგაუცემელი. საქართველო იწყებს პროტესტს, იწყებს სამართლიან პროტესტს და ეს პროტესტი იწყება დღეს ბათუმში, ველოდებით ბათუმელებს და არა მხოლოდ, 5 საათზე აჭარის მთავრობის მიმდებარე ტერიტორიაზე”, – განაცხადა ნიკა მელიამ.
“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე აცხადებს, რომ რუსთავის აქცია გაგრძელდება კონკრეტული შედეგის მიღებამდე.
აქცია გაგრძელდება სანამ კონკრეტულ შედეგს არ მივიღებთ და არ ვისხნით პრეზიდენტ სააკაშვილს ხელისუფლების კლანჭებიდან, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი არ იყოს ცოცხალი”- განაცხადა მელიამ.
“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის განცხადებით, დღეს პარლამენტის წევრების მიერ მანდატების დატოვების საკითხი სასწრაფოდ გადასაწყვეტი არ არის. მისი თქმით, მანდატის დატოვება პანაცეა არ არის.
თაგები:
ნიკა მელია




