ნიკა მელია – საქართველოს გამარჯვებისთვის თავის თავისუფლება შესწირა ზვარაკად მიხეილ სააკაშვილმა

ავტორი
Front News საქართველო
არ მოდის გამარჯვება თავდადების გარეშე და თავდადებაა, რაც გააკეთა მიხეილ სააკაშვილმა. ჩვენ ეს თავდადება ვნახეთ, ხვალ ჯერი არის ჩვენზე, საქართველოს გამარჯვებისთვის თავის თავისუფლება შესწირა ზვარაკად მიხეილ სააკაშვილმა, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა.
მისი თქმით, 2 ოქტომბერს ქვეყანაში რეფერენდუმი ტარდება.
“დღეს ყველა ვხედავთ “ოცნების” ისტერიას და ჩამოშლას მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში დაბრუნების გამო, ეს რომ ნორმალური ხელისუფლება იყოს, საერთოდ არ უნდა ექციათ მესამე პრეზიდენტი დევნილად. მთელ მსოფლიოში აბუჩად არ აეგდოთ საკუთარი თავი და ქვეყანა, ძებნილად არ გაეხადათ კაცი, რომელსაც უმნიშნელოვანესი ცვლილებები მოუტანა ქვეყანას, მას სრული უფლება ქონდა საკუთარ ქვეყანაში ჩამოსვლის, ის ნამდვილად საქართველოშია, ის დააკავეს, მაგრამ მან იცოდა რაზე მოდიოდა. ხვალინდელი გამარჯვების შემდეგ ისიც გათავისუფლდება და ქვეყანაც”, – განაცხასდა მელიამ.
მისი თქმით, ციხეში ყოფნა არაა პრობლემა, პრობლემაა, როდესაც ქვეყანა ემსაგავსება დახავსებულ ციხეს.

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


