Logo

ნიკა მელია – სასამართლო რომ პოლიტიზირებული არ იყოს, ამისათვის საჭიროა ცვლილებები

პოლიტიკა
04.02.2022 / 11:42
Frontnews image description

სასამართლო რომ პოლიტიზირებული არ იყოს, ამისათვის საჭიროა ცვლილებები, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ  ნიკა მელიამ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან განაცხადა, სადაც მიხეილ სააკაშილის მხარდამჭერები არიან შეკრებილი. 

 

ნიკა მელიას თქმით, სამწუხაროდ, საქართველოში უკვე ჩვეულებრივ მოვლენად იქცა უსამართლო მართლმსაჯულება.  

 

“პოლიტიკური დევნა და პოლიტიკური პატიმრობა ამ ქვეყანაში რომ უკვე  ძალიან ბევრს არ უკვირს, ეს თავისთავადაა უკვე ტრაგიკული მოცემულობა. ძალიან ბევრ ადამიანს უკვე აღარ უკვირს,  რომ კვირიდან კვირამდე სასამართლოების ეზოში იკრიბებიან ადამიანები, რომლებიც გულშემატკივრობენ თავიანთ მეგობრებს,  კოლეგებს, თანამებრძოლებს, პოლიტიკურ პატიმრობაში მყოფ ადამიანებს. რაღაცნაირად გაუჯერდა ეს საზოგადოების ნაწილს, რადგან საქართველოში  დავიბადეთ და გავიზარდეთ, მართლმსაჯულება უნდა იყოს პოლიტიზირებული, სასამართლო უნდა იყოს აუცილებლად მიკერძოებული. სინამდვილეში შეიძლება ეს ასე არ იყოს. ამისათვის კი არის საჭირო ცვლილებები, რომლის მოსურნე ქვეყანაში უმრავლესობა არის. ჩვენ ყველაფერი უნდა ვიღონოთ რომ ეს ცვლილებები ხორცშესხმული იყოს. ცვლილებები იქნება გარდაუვალი”, – განაცხადა ნიკა მელიამ. 

 

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესი იმართება.

თაგები:

ნიკა მელია
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები