Logo

ნიკა მელია – საუბარი იმაზე, რომ მელიას და გახარიას შორის რაღაც კომუნიკაცია არსებობს, ბავშვს არ სჯერა

პოლიტიკა
277
Frontnews image description

მე ვერ შევიდოდი შეჯიბრებაში ნარკოურთიერთობების თვალსაზრისით, ნამდვილად ვერ შევიდოდი და არც მქონდა სურვილი, ბატონ გახარიას და ბატონ კალაძეს შორის ნარკოურთიერთობების გარკვევის მცდელობა მაინც მქონოდა და ასეც მოვიქეცი, – ამის შესახებ თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ განაცხადა.

 

“ვინც პოლიტიკურ პროცესებს თვალყურს ადევნებს, მთელ ქვეყანაში ყველამ იცის, თუ ვინმე არის ჩემთვის მიუღებელი და თუ ვინმე არის გახარიასთვის მიუღებელი, ვართ ერთმანეთი. იმდენად მიუღებელია ჩემთვის ბატონი გახარია, როგორც პოლიტიკოსი, როგორც „ქართული ოცნების“ არვიცი, ყველაფერი – შს მინისტრი, პრემიერი და ა.შ. განსაკუთრებით, ვიდრე ეს ბატონი არ მეტყვის, რატომ მოკლეს ია კერზაია, რა მოხდა 20 ივნისს, საუბარი იმაზე, რომ ბატონ მელიას და ბატონ გახარიას შორის რაღაც კომუნიკაცია, კორდინაცია არსებობს, პოლიტიკური ალიანსი აქვსო, ბავშვს არ სჯერა, ბავშვს.

 

ბატონი გახარია ჩემთვის არის ადამიანი, რომლის კისერზეც ძალიან ბევრი პოლიტიკური ცოდვა და ახალგაზრდა ადამიანების დაღვრილი სისხლია ამ ადამიანის მიერ, თვალებია დათხრილი რუსთაველის გამზირზე. ბატონი კობახიძე როცა გამოდის და ამას ამბობს, ვერ ითვალისწინებს მთავარს, წლების განმავლობაში საზოგადოებამ ბევრი რამე შეიტყო, რაც უნდა ქნას, მას არავინ უსმენს და უჯერებს“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

Advertisement