
ავტორი
Front News საქართველო
კოალიციური ცვლილებები გახდება ცვლილების მთავარ სიმბოლო, სექტემბრიდან კი ვიწყებთ აქტიურ საარჩევნო კამპანიას, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა.
მისივე თქმით, “კოალიცია ცვლილებებისთვის” მუშაობს იმისათვის, რომ ქვეყანაში ცვლილებები მოხდეს.
“სექტემბრიდან აქ რეალობა იქნება სულ სხვა. 2012 წელს არ სჯეროდა ბევრს ცვლილებების, მაგრამ ხალხმა გადაწყვიტა ის, რაც გადაწყვიტა და ასე იქნება წელსაც. ჩვენ არამარტო გადავწყვიტეთ ცვლილებები, ჩვენ ვმოქმედებთ ამისთვის. როგორ ვერ უნდა მოვიგოთ თუნდაც ფულის წინააღმდეგ ორჯერ მეტმა ადამიანმა.
კოალიციური ცვლილებები გახდება ცვლილების მთავარ სიმბოლო, სექტემბრიდან კი ვიწყებთ აქტიურ საარჩევნო კამპანიას.
26 ოქტომბერს უნდა მოვაწყოთ ზეიმი”, – განაცხადა ნიკა მელიამ.
თაგები:
ნიკა მელია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს