ნიკა მელია – შეუძლებელია მე მივიღო ეს ამნისტიის აქტი


ავტორი
Front News საქართველო
“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ არ აპირებს 20 ივნისის ამნისტია მიიღოს.
მისი თქმით, ამ ამნისტიით ხელისუფლებამ მოძალადეები პატრიოტ მოქალაქეებს გაუთნაბრა.
“20 ივნისის ამნისტია დასულდა ისე როგორც ველოდი, მოძალადეები შეიწყალეს და ახლა უნდათ, რომ ნიკა მელია ადგეს და სასამართლოში მიიღოს ეს მოწყალება, ახლავე ვეუბნები, თქვენი ეთერით, რომ ნუ დაიღლიან თავს, ნუ შეიწუხებენ ზედმეტი კითხვების დასმისგან, შეუძლებელია მე მივიღო ეს ამნისტიის აქტი იმდაგვარად, რომ ჩემი ნება იყოს გამოხატული.
თითქოს მე თანხმობა უნდა განვაცხადო საპროცესო გარიგებაზე, ეს არაა ამნისტიის აქტი, კონკრეტული კითხვა უნდა დასვას მოსამართლემ ბატონო ნიკა, თანახმა ხართ თუ არა… ეს კითხვა უნდა დაისვას, პასუხი იქნება რა თქმა უნდა, არა”, – განაცხადა ნიკა მელიამ.
ნიკა მელიას სასამართლო პროცესი ხვალ, 9 სექტემბერსაა ჩანიშნული
თაგები:
ნიკა მელია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს