ნიკა მელია – შიშით და ჩაგვრით რუსეთი იმართება, ეს მეთოდები საქართველოში აღარ გამოადგება არავის

ავტორი
Front News საქართველო
ძალადობას ძალადობა არ და ვერ ჩაანაცვლებს, ალტერნატივა სამართლიანი გარემოა – გარემო, სადაც შესაძლებელია ევროპული კონკურენცია და ქართული გამარჯვება, – წერს სოციალურ ქსელში “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია.
“გუშინ ვიყავით ევროპა, ჩვენი ნაკრების მოტივაციით, გამარჯვების რწმენით და შედეგით გახარებული ევროპა.
და გუშინვე ვხედავდით – როგორი რუსულია ხელისუფლება, მისი მეთოდები.
შიშით და ჩაგვრით რუსეთი იმართება – ეს მეთოდები საქართველოში აღარ გამოადგება არავის.
ქართველის პასუხი ჩაგვრასა და ძალადობაზე, იყო, არის და იქნება ცვლილება; ცვლილება არა ცვლილებისთვის, არამედ უკეთესობისთვის.
ძალადობას ძალადობა არ და ვერ ჩაანაცვლებს, ალტერნატივა სამართლიანი გარემოა – გარემო, სადაც შესაძლებელია ევროპული კონკურენცია და ქართული გამარჯვება.
წინ 2024 წელია, არც 90-იანები, არც 2000-იანები, არც 2003-2012 და არც 2012-2023, წინ მომავალია;
ცვლილება და გამარჯვება კი მიდგომების შეცვლით, გულწრფელობით, მორალური უპირატესობით, საკუთარ თავზე მუშაობით, დისციპლინით, შრომით, თანმიმდევრულობით და შეუპოვრობით მოდის”, – წერს მელია.
<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2FNika.Melia5%2Fposts%2Fpfbid02JEmvixxtCshvj5HFDXPrYADtaVMSfqfUgfo2sYVrqWMdu92vPbb4rk4wyVV92HnLl&show_text=true&width=500″ width=”500″ height=”258″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share”></iframe>
თაგები:
ნიკა მელია




