ნიკა მელია – თაროებზე ისეთი საბუთები დაგვხვდება, ივანიშვილის პროკურატურას მოუწევს კალაძის დაბარება და გამოკითხვა


ავტორი
Front News საქართველო
კოალიციური გუნდის დედაქალაქის მერიაში შესვლისთანავე, თაროებზე ისეთი საბუთები დაგვხვდება, ბიძინა ივანიშვილის პროკურატურას მოუწევს კალაძის დაბარება და გამოკითხვა, – ამის შესახებ თბილისის მერობის ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი ნიკა მელია აცხადებს.
მისივე თქმით, სკოლებში ბავშვების უფასო კვების პროექტის დაფინანსება კორუფციის აღმოფხვრით იქნება შესაძლებელი.
“როგორ ახლა, დედაქალაქის მერიას რომ მისსავე მუნიციპალიტეტში არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ განახორციელოს სოციალური პროექტი, ნუთუ სჯერა ბატონ კალაძეს, ამას ვინმე დაიჯერებს. რა თქმა უნდა, არა. მხოლოდ კორუფციის აღმოფხვრით შესაძლებელია ამ პროექტის დაფინანსება. 60 მილიონი ლარი როგორც არაფერი, ისე არის მოპარული ავტობუსების ტენდერიდან. ბატონ კალაძეს ყველაზე მეტად რაც უქმნის უხერხულობას, კოალიციური გუნდის დედაქალაქის მერიაში შესვლისთანავე, თაროებზე ისეთი საბუთები დაგვხვდება, ბიძინა ივანიშვილის პროკურატურას და ბიძინა ივანიშვილის სასამართლოს რომ გადავუგზავნოთ შესასწავლად მოკვლევისთვის, მათ მოუწევთ ბატონი კალაძის დაბარება და გამოკითხვა…
მე კი არა “ქართული ოცნება” ადანაშაულებს და კარგად არის ინფორმირებული, რა კორუფციული სქემები განვითარდა დედაქალის მერიაში. უბრალოდ, ეს ახლა ბატონი კალაძის წინააღმდეგ აქვთ ბერკეტად მასზე ზემოქმედებისათვის. ეს ყველაფერი შესვლისთანავე გახდება ცხადი. რატომ დავმალავთ, როდესაც დავრწმუნდებით, რომ სხვადახვა დროს მოპარულია ათობით მილიონი ლარი !” – განაცხადა მელიამ “ტვ პირველის” ეთერში.


ნიკა მელია – საერთაშორისო იზოლაცია გაფართოვდება და ივანიშვილის პოლიტიკურ კისერზე ყულფი შევიწროვდება

ნიკა მელია – მთავარი პროცესი ახლა იწყება და დაგვირგვინდება ივანიშვილის დასრულებით, მის რეჟიმს არჩევნებზე უკვე ხალხი დაასანქცირებს

ნიკა მელია – ბოლოს მოგიღებთ უწყვეტი, მზარდი პროტესტით და გაიძულებთ დანიშნოთ არჩევნები, გაიძულებთ!