Logo

“ნიკა მელია თავისუფალია, ევროკავშირის და აშშ-ის მომლაპარაკებლების, ასევე პირადად ჩემი დამსახურებით”

საზოგადოება
1547
Frontnews image description

საქართველოს ოპოზიციის ლიდერი ნიკა მელია ევროკავშირის და აშშ-ის მომლაპარაკებლების, ასევე პირადად ჩემი დამსახურებით თავისუფალია, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ჟიგიმანტას პავილიონისმა განაცხადა.

"ბოლოს და ბოლოს, საქართველოს ოპოზიციის ლიდერი ნიკა მელია თავისუფალია. ევროკავშირის და აშშ-ის მომლაპარაკებლების, ასევე პირადად ჩემი დამსახურებით. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი პრეზიდენტისგან კრიტიკა მივიღე, თავისუფლება იქნა დაცული, რასაც ყველას ვულოცავ“, – განაცხადა პავილიონისმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ საპატიმროს დატოვების შემდეგ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ჟიგიმანტას პავილიონისს.

ნიკა მელიას შეფასებით, ჟიგიმანტას პავილიონისმა საერთაშორისო საზოგადოება გამოაღვიძა.

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები