
ავტორი
Front News საქართველო
თბილისელები არიან ამაყები და არავისგან არ მიიღებენ დირექტივას, მით უმეტეს არასწორ დირექტივას, რომ ვიღაცას ჩვენ ბოდიში უნდა მოვუხადოთ, განსაკუთრებით იქ, როცა ბოდიში არ არის მოსახდელი, – ამის შესახებ კოალიცია “ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ თბილისში, ისანი-სამგორის მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა.
“თბილისი ყველას ქალაქია, თბილისი პოლიტიკაზე მეტია. დიახ, თბილისი ყველას ქალაქია, გარდა სიძულვილისა, გარდა შურისძიებისა, გარდა დაპირისპირებისა. ამ ქალაქში ყველამ უნდა ვიცხოვროთ სიამაყით. დიახ, ყველას შვილებმა ერთმანეთთან უნდა იცხოვრონ, იქნება ეს ოპოზიციურად განწყობილი თუ ხელისუფლების მომხრე. ჩვენ შვილებს მოუწევთ და უწევთ სკვერებში ერთად თამაში, საერთო სკოლებში სიარული და შეუძლებელია ქვეყანას ჰყავდეს ხელისუფლება, რომელიც ქართველებს და საქართველოს მოქალაქეებს და თბილისელებს ერთმანეთთან აპირისპირებს.
ალბათ, არ მოიძებნება ხელისუფლება, რომელიც 24 საათის განმავლობაში საკუთარ ხალხს შიშს უთესავს და არა ამხნევებს. არ მოიძებნება ხელისუფლება, რომელიც 24 საათის განმავლობაში მხოლოდ წარსულზე ესაუბრება.
ქალაქი თბილისი არის ამაყი ქალაქი. თბილისელები არიან ამაყები და არავისგან არ მიიღებენ დირექტივას, მით უმეტეს არასწორ დირექტივას, რომ ვიღაცას ჩვენ ბოდიში უნდა მოვუხადოთ, განსაკუთრებით იქ, როცა ბოდიში არ არის მოსახდელი, ისე კი, თბილისელებისთვის და თბილისისთვის ბევრს აქვს ბოდიში მოსახდელი”, – განაცხადა მელიამ.
მან თბილისში მცხოვრებ იმ მოსახლეობასაც მიმართა, რომლებიც დედაქალაქში არ არიან ჩაწერილები და მათ საკუთარ რაიონულ ცენტრებში ერთი დღით დაბრუნებისა და არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა.
თაგები:
ნიკა მელია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს