Logo

ნიკა მელია – თუ ასე გააგრძელებს ბიძინა ივანიშვილი, ვერ აცდება იმ მკაც სასჯელს, რასაც სანქციები ქვია

პოლიტიკა
09.11.2021 / 13:13
Frontnews image description

თუ ასე გააგრძელებს ბიძინა ივანიშვილი, ვერ აცდება იმ მკაც სასჯელს, რასაც სანქციები ქვია – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ნიკა მელიამ  ამერიკის შერთებული შტატების სახელმწიფო მდივანთან ერიკა ოლსონთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. 

 

მელიას თქმით, სტრატეგიული პარტნიორი გულხელდაკრეფილი ვერ უყურებს, როგორ ღრმად ეფლობა  ქვეყანა ოლიგარქის ჭაობში. 

 

“ეს იყო ძალიან გულახდილი, მეგობრული საუბარი.  ჩვენი ამერიკელი პარტნიორები უფრო  ფართო სურათში უყურებენ პროცესს, ვიდრე “ქართული ოცნების” წარმომადგენლები. შეუძლებელია მთავარი სტრატეგიული პარტნიორი გულხელდაკრეფილი უყურებდეს, როგორ ღრმად ეფლობა ქვეყანა ოლიგარქიულ ჭაობში. ამ სახელმწიფოს ადმინისტრაცია ამ პროცესს გულხელდაკრეფილი ვერ შეხედავს. მას აქ უდიდესი ფინანსური და პოლიტიკური ინვესტიცია აქვს განხორცილელებული იმისათვის,  რომ ქართველი ერი დემიკრატიული ფასეულობების და ღირებულებების განმავითარებელი ყოფილიყო და არა ივანიშვილის მსახური გამხდარიყო ყველა საჯარო მოხელე. 

 

პერსონალურ სანქციებზე იყო,  რა თქმა უნდა, ჩემი და მეგობრების მხრიდან საუბარი. თუ ასე გააგრძელებს ბიძინა ივანიშვილი, ვერ აცდება იმ მკაც სასჯელს, რასაც სანქციები ქვია. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ აქციები არ იყოს გაგრძელებული”, – განაცხადა ნიკა მელიამ. 

 

მისივე თქმით, “ქართული ოცნებისთვის” ჯერ კიდევ უმნიშვნელო არ არის, რა ითქმევა ვაშინგტონში და ევროპის დედაქალაქებში და ვიდრე ასეა, მასზე ზემოქმედების ყველა ბერკეტი უნდა გამოიყენონ.

თაგები:

ნიკა მელია
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები