Logo

ნიკა მელია – თუ გინახავთ სადმე მშვიდობიან პროტესტანტებს სპეცრაზმი დასდევდეს?

პოლიტიკა
1312
Frontnews image description

თუ გინახავთ სადმე მშვიდობიან პროტესტანტებს სპეცრაზმი დასდევდეს? პირველად ვნახე ასეთი რაღაც –  ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ“ ნიკა მელიამ განაცხადა.

 

მან აქცია-მსვლელობას  გეზი შეუცვალა და ნაცვლად დაანონსებული მიმართულებისა სხვა მხარეს წაიყვანა.  

 

„ძალიან ტრაგიკომიკური ვითარებაა შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა დანაყოფში შექმნილი, არბენინებენ წინა და უკან.  ვერ გაიგეს,  რას ვაკეთებთ, ვერც გაიგებენ. მართლა თავმდაბლობის გარეშე, ის ძალა, რომელიც რეჟიმს ეწინააღმდეგება, სარგებლობს გაცილებით დიდი ინტელექტუალური პასუხისმგებლიანი უპირატესობით, ვიდრე მათ წარმოუდგენიათ.

 

როგორც კი გეზი შევცვალეთ, სპეცრაზმი და შესაბამისი სამსახურები სასწრაფო წესით გადაიყვანეს იუსტიციის სამინისტროსთან და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. ჩვენ ავდექით და გავაკეთეთ ე.წ. იუთერნი, ანუ მოვტრიალდით და წამოვედით სხვა მიმართულებით, ახლა ესენი გამოგვეკიდებიან. თუ გინახავთ სადმე მშვიდობიან პროტესტანტებს სპეცრაზმი დასდევდეს, მეც დამაინტერესებდა, პირველად ვნახე ასეთი რაღაც“, – განაცხადა მელიამ.

თაგები:

ნიკა მელია
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები