Logo

ნიკა მელია – თუ ისინი საერთაშორისო საზოგადოებას ეტყვიან, რომ მორიგ ჯერზე თაღლითობენ, “ნაციონალური მოძრაობა” შესაბამის ნაბიჯს გადადგამს

პოლიტიკა
1178
Frontnews image description

მმართველი პარტია საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებისთვის თუ კონკრეტულ თარიღს არ დაასახელებს, “ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტს დატოვებს, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა. 

 

მისივე თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების დეკემბრის ბოლომდე  მიღება სრულიად შესაძლებელია. 

 

“საკონსტიტუციო ცვლილების 2 დამატებითი კენჭისყრით მიღება სრულიად რეალისტურია. ამიტომ  ველოდებით პასუხს პარლამენტის თავმჯდომარისგან, კალენდარს შემოგვთავაზებს, გვეტყვის გაწერილად, როდის მიიღებს მეორე  და მესამე მოსმენით ცვლილებას, თუ ისიც კობახიძის მსგავს განცხადებას გააკეთებს. თუ ისინი საერთაშორისო საზოგადოებას ეტყვიან, რომ მორიგ ჯერზე თაღლითობენ, “ნაციონალური მოძრაობა” შესაბამის ნაბიჯს გადადგამს”, – განაცხადა ნიკა მელიამ.

თაგები:

ნიკა მელია
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები