Logo

ნიკა მელია – თუ მართვის სათავეებში მოვლენ, მმართველობიდან გავიწევი და ხელს არ შევუშლი

პოლიტიკა
1419
Frontnews image description

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ნიკა მელიას თქმით, თუ მერაბიშვილი-კეზერაშვილის გუნდი არჩევნებში გაიმარჯვებს და ამომრჩეველი ასე გადაწყვეტს, მაშინ ის მმართველობიდან გაიწევა და ხელის შეშლას არავითარ შემთხვევაში არ შეეცდება.

 

“პარტიის დატოვება-არდატოვებაზე საუბარი შევწყვიტოთ. მე პარტიას პრობლემას როგორ შევუქმნი. დარწმუნებული ვარ, რომ ვერ გაიმარჯვებენ, მაგრამ თუ მართვის სათავეებში მოვლენ, მართონ ეს პარტია, თუ ამას ამომრჩეველი გადაწყვეტს, მე ხელს არ შევუშლი. 

 

კიდევ ხაზს ვუსვამ, მმართველობიდან გავიწევი და ხელს არ შევუშლი.

 

თუ ამომრჩეველი გადაწყვეტს, რომ მერაბიშვილი და კეზერაშვილი უნდათ, მოვლენ ისინი პარტიის სათავეში და მე ხელს არ შევუშლი. 

 

თუ მე გავიმარჯვე, იგივე უნდა გააკეთონ თავადაც და არავითარ შემთხვევაში აზრადაც არ უნდა გაივლონ თავში ხელის შეშლა”, – განაცხადა მელიამ “ტვ პირველის” ეთერში.

თაგები:

ნიკა მელია
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები