ნიკა მელია – თუ “ქართული ოცნება” მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანის წინააღმდეგ წავა, ყველა გზა იქნება ჩახერგილი


ავტორი
Front News საქართველო
თუ “ქართული ოცნება” მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანის წინააღმდეგ წავა, მე ვაცხადებ, რომ ყველა გზა იქნება ჩახერგილი, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა.
მისი თქმით, ამ ხნის განმავლობაში პარტია იყო მოლოდინის რეჟიმში და საპროტესტო აქციებისგან თავს იკავებდა, ახლა კი ის მდგომარეობაა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა აღარ იცდის.
“მთელი სამედიცინო საზოგადოება აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი არის იმ მდგომარეობაში, რომ სხვა გამოსავალი, გარდა მისი უცხოეთში გადაყვანისა, არ არსებობს. თუ „ქართული ოცნება“ ამას წინააღმდეგ წავა, მე ვაცხადებ, რომ ყველა გზა იქნება ჩახერგილი.
არავინ არ გავს “ნაციონალურ მოძრაობაში“ იმ ადამიანს, ვინც შეეგუება პირველ რიგში, ადამიანის სიკვდილს. ამ 2-3 კვირის განმავლობაში ვართ რა მოლოდინში, რომ ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ხელისუფლებამ და არანაირმა სასამართლომ. ეს სტრატეგია აქვს მიხეილ სააკაშვილის დაცვის მხარეს აღებული, ჩვენც უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენი სტრატეგია მორგებული გვქონდა ამ საკითხზე. უკვე ყოველგვარ დასაშვებ ზღვარს გადასცდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ამიტომ იქნება ღირსება ადამიანში, დადგება იქ სადაც საჭიროა“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
თაგები:
ნიკა მელია