ნიკა მელია – თუკი არსებობდა ეჭვები, ახლა ჩვენ ვიგებთ მტრულად განწყობილი სახელმწიფოს მაღალი თანამდებობის პირებთან კონკრეტული, მალულად გამართული შეხვედრების შესახებ


ავტორი
Front News საქართველო
თუკი არსებობდა ეჭვები, ახლა ჩვენ ვიგებთ მტრულად განწყობილი სახელმწიფოს მაღალი თანამდებობის პირებთან კონკრეტული, მალულად გამართული შეხვედრების შესახებ, – აცხადებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი იოსებ გოგაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შესახებ, რომლის თანახმად საქართველოს უშიშროების სამსახურის შეფი ორჯერ ფარულად შეხვდა ოკუპანტი ქვეყნის ფედერალური უსაფრთოების სამსახურის შეფს, რაზეც შეთანხმდა საქართველოს გავლით კონტრაბანდული და აკრძალური ტვირთის გავლის მარშრუტები.
მელიას თქმით, ამ ინფორმაციას, სავარაუდოდ, მტკიცებულებებიც უნდა მოყვეს, რაც დააჩქარებს მმართველი ძალის წარმომადგენლების დასანქცირების პროცესს.
“ყველაფრიდან ჩანს, რომ ივანიშვილის რეჟიმი არის ანტიდასავლური, ამას დაემატა მათი ყოფილი უმაღლესი თანამდებობის პირების აღიარებითი ჩვენებები. იოსებ გოგაშვილი იყო „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი საყრდენი ბურჯი. ამიტომ თუკი არსებობდა ეჭვები, ახლა ჩვენ ვიგებთ კონკრეტული, მალულად გამართული შეხვედრების შესახებ მტრულად განწყობილი სახელმწიფოს მაღალი თანამდებობის პირებთან. ეს არის კიდევ ერთი დამატებითი საფუძველი ამ ხელისუფლების დელეგიტიმაციისა, დარწმუნებული ვარ, ეს კიდევ ზღვაში წვეთია და ამას კონკრეტული მტკიცებულებებიც მოყვება, რაც გააიოლებს ერთი მხრივ, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან „რუსული ოცნების“ წარმომადგენლების დასანქცირების პროცესის დაჩქარებას. ამავე დროს საქართველოს მოქალაქეების მობილიზაციას“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
თაგები:
ნიკა მელია

ნიკა მელია – ვრჩებით ისევ იქ, სადაც ვართ ახლა, მაგრამ კონკრეტული დამატებითი გადაწყვეტილებები იქნება ასევე მიღებული

ნიკა მელია – შევხვდებით დღეს, ახლა ჩვენ გვაქვს მხოლოდ ერთი საქმე და მხოლოდ ერთი სამსახური

ნიკა მელია – პირობას ვდებ, რომ პოლიტიკური პოლიცია მიუხედავად მისი სახელისა, კგბ, სუკი, კუდი, სუსი, გაუქმდება