Logo

ნიკა მელია - ტრაგიკული მოცემულობაა, როდესაც პარტნიორი სახელმწიფოს წარმომადგენლებს არ უშვებენ  საჯარო დაწესებულებებში და ზოგს ქვეყანაშიც კი

პოლიტიკა
7 საათის წინ / 13:13
157
Frontnews image description

ტრაგიკული მოცემულობაა, როდესაც საუკეთესო პარტნიორი სახელმწიფოს წარმომადგენლებს არ უშვებენ ამა თუ იმ საჯარო დაწესებულებაში და ზოგს ქვეყანაშიც კი, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ყველაფერი მალე დასრულდება.

"გუშინ სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას აშშ-ის საელჩოს თანამშრომლებიც არ შეუშვეს ეზოშიც კი და მე მათთან მქონდა საუბარი და იუმორით ვუთხარი - სამაგიეროდ, ქვეყანაში ჯერ კიდევ გიშვებვენთქო. ნახევრად ხუმრობითაა ნათქვამი, თუმცა ტრაგიკული მოცემულობაა, როდესაც საუკეთესო პარტნიორი სახელმწიფოს წარმომადგენლებს არ უშვებენ ამა თუ იმ საჯარო დაწესებულებაში და ზოგს ქვეყანაშიც კი. 

მე ვფიქრობ, ამას ქართველი ხალხის ნების შესაბამისად დასასრული აუცილებლად ძალიან სწრაფად უწერია", - განაცხადა ნიკა მელიამ.

საქართველოში ევროკავშირის საელჩოს თანამშრომელი სიმონ ვანდერბრუკი არ შემოუშვეს და აეროპორტიდან უკან გააბრუნეს. ევროკავშირის საელჩოს ატაშე საქართველოში ცხოვრობს. ამჟამად ის ევროკავშირის საელჩოში გაფართოების საკითხებზე მუშაობს. მანამდე, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის თანამშრომელი იყო.

თაგები:

ნიკა მელია
Advertisement