
ავტორი
Front News საქართველო
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ნიკა მელიას თქმით, ის ადამიანები, ვინც მას დაუპირისპირდნენ, მისი გამარჯვების შემთხვევაში, პარტიულ თანამდებობებზე ვეღარ დარჩებიან.
“ვის აქვს უფლება ვინმე პარტიიდან გარიცხოს, მაგრამ წამყვან თანამდებობებს რამდენიმე მათგანი რომ ვერ დაიკავებს, ეს ცხადზე უცხადესია. იმიტომ რომ იქ უნდა იყვნენ ადამიანები, ვინც არიან საქმეზე ორიენტირებულები და არა სხვა გეგმებით და ამოცანებით.
პარტია არის ცოცხალი ორგანიზმი, სადაც სათადარიგო სკამზე არის ათობით ძალიან ღირსეული, კომპეტენტური, კვალიფიციური ადამიანი, რომლებსაც აქვს უნარი იყვნენ ძალიან ეფექტურები.
როცა იდეური განსხვავება გაქვს შენს რამდენიმე თანამებრძოლთან, ეს ეხება 3 – 4 ადამიანს, ბუნებრივია, შეუძლებელია საუბარი პროგრესსა და განვითარებაზე, სადაც არ არის გუნდური სულისკვეთება, სადაც შეიძლება თვალის დაუხამხამებლად ადამიანმა ზურგში დანა ჩაგარტყას, თუ ეს მას შეუძლია დღეს, მერწმუნეთ, ამას გააკეთებს ხვალ, როგორც ოპოზიციაში ყოფნისას ასევე ხელისუფლებაში ყოფნისას“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
თაგები:
ნიკა მელია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს