ნიკა მელია – ცდილობენ მხოლოდ მიხეილ სააკაშვილი სახელი გამოიყენონ და ასე მოიპოვონ რამდენიმე მანდატი პარლამენტში


ავტორი
Front News საქართველო
როგორც ჩანს, ვიღაცას სურს სააკაშვილი მორალურად დაამარცხოს, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა.
“ერთხელ აქციაზე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მე ვთქვი შემდეგი რამ, რომ ადრე თუ გვიან მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლდება, მაგრამ მან უკვე გაიმარჯვა მორალურად-მეთქი. მას შემდეგ, ვაკვირდები და როგორც ჩანს, ვიღაცას სურს მიხეილ სააკაშვილი მორალურად დაამარცხოს…
მე ვეთანხმები მოსაზრებას, რომ მიხეილ სააკაშვილი შესაძლებელია ორმაგ ტყვეობაში იყოს, დიახაც. მაგრამ მნიშვნელოვანია მისი სიცოცხლე იქნეს შენარჩუნებული. დღეს მე მასთან ძალიან დაახლოებულმა ადამიანმა მითხრა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. სადმე გაგიგონიათ? ამას იმიტომ ვსაუბრობ, რომ ადამიანები, რომლებიც 24 საათი მხოლოდ ამაზე საუბრობენ, დღეს ხსენებაც არ აქვთ. ცდილობენ მხოლოდ მისი სახელი გამოიყენონ და ასე მოიპოვონ რამდენიმე მანდატი პარლამენტში”, – განაცხადა მელია “ტვ პირველის” ეთერში.
თაგები:
ნიკა მელია