
ავტორი
Front News საქართველო
წერა-კითხვის უცოდინარო ლილუაშვილო, ღარიბაშვილო და კობახიძევ, ახლა რატომ ვერ ბედავთ ამ ადამიანების დაკავებას? – განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ნიკა მელიამ სუს-ის წინ მიმდინარე აქციაზე.
ოპოზიციის მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეებმა ვაჟა-ფშაველას ძეგლის მიმდებარე ტერიტორიიდან შეძახილებით “მიშა-მიშა” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობისკენ გადაინაცვლეს, სადაც აქტივისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა მიმართა.
მისი თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლები ცდილობენ აქციის მონაწილეების პროვოცირებას.
“ჩემი თხოვნაა, კომუნიკაციაშიც კი არ შევიდეთ მათთან, ყველაზე მეტად, რაც არ მოსწონთ მათ არის ჩვენი მძლავრი მშვიდობიანი აქცია. ახლა რატომ არ აკავებთ ამ ადამიანებს, განსხვავებულ რამეს აკეთებენ? იმიტომ რომ როგორც კი ხალხის ძალას ხედავთ, ლილუაშვილო ვერ ბედავთ, წერა-კითხვის უცოდინარო ღარიბაშვილო და კობახიძევ, ვერ ბედავთ”, – განაცხადა მელიამ.
მისი თქმით, ყოველდღიური აქციები არის რეცეპტი, რომელიც რეჟიმს ჩამოშლის.
“როგორც არასდროს ისე ვარ დარწმუნებული, რომ ეს რეჟიმი ჩამოშლასთან არის ახლოს”- განაცხადა მელიამ.
აქციის მონაწილეების მოთხოვნაა, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მულტიფუნქციურ კლინიკაში გადაყვანა და მისთვის სათანადო სამედიცინო დახმარების აღმოჩენაა.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს