ნიკა მელია - თუ პოლიტიკოსობაზე გვაქვს ამბიცია, მინიმუმ ის უნდა აკეთო, რასაც საზოგადოების დიდი ნაწილი აკეთებს და ამ ბრძოლაში ძალიან მართალი პოზიციიდანაა ჩართული

ავტორი
Front News საქართველო
თუ პოლიტიკოსობაზე გვაქვს ამბიცია, ჩემი აზრით, მინიმუმ ის უნდა აკეთო, რასაც საზოგადოების დიდი ნაწილი აკეთებს და ამ ბრძოლაში ძალიან მართალი პოზიციიდანაა ჩართული, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ყველა დაკავებულ აქტივისტს შეუძლია სახლში ყოფნა თუ ხელისუფლებასთან ითანამშრომლებს, მაგრამ ისინი პრინციპულად და უკომპრომისოდ იქცევიან.
"უკომპრომისოა ბრძოლა მას შემდეგ, რაც პოლიტიკურმა პარტიებმა გადავწყვიტეთ და შევედით ბოიკოტში. ჩვენ 50-ზე მეტი პოლიტიკური პატიმარი გვყავს. განა, იმ 50-დან ყველას არ შეუძლია ხვალ იყოს სახლში? შეუძლიათ ჩვეულებრივად ითანამშრომლონ ხელისუფლებასთან, ზოგმა გირაო გადაიხადოს და აღიაროს, ზოგმა სხვა ტიპის ნაბიჯი გადადგას.
უკლებლივ ყველას, ვინც დღეს ჰყავს ივანიშვილს დაპატიმრებული, ყველას შეუძლია, მაქსიმუმ ერთ კვირაში იყვნენ სახლში, უბრალოდ, პრინციპულობა და უკომპრომისობა გამოავლინეს და თუ პოლიტიკოსობაზე გვაქვს ამბიცია, ჩემი აზრით, მინიმუმ ის უნდა აკეთო, რასაც საზოგადოების დიდი ნაწილი აკეთებს და ამ ბრძოლაში ძალიან მართალი პოზიციიდანაა ჩართული", - განაცხადა ნიკა მელიამ.
თაგები:
ნიკა მელია




