Logo

ნიკა მელია - უკანონობას არ დავემორჩილეთ და შედეგად, ზურა ჯაფარიძეს აპატიმრებენ, ბრძოლა გაძლიერდება

პოლიტიკა
3 საათის წინ / 17:42
192
Frontnews image description

უკანონობას არ დავემორჩილეთ და შედეგად, ზურა ჯაფარიძეს აპატიმრებენ, ბრძოლა გაძლიერდება, -  ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ზურაბ ჯაფარიძის ბრძოლა დასაფასებელია.

"ასეთ მტკიცე ბრძოლას, რასაც ზურა დემონსტრირებს, აუცილებლად ექნება შედეგი. მიმაჩნია, რომ უკვალოდ არ ჩაივლის ბოლო რამდენიმეთვიანი ეპოპეა. მალე დასრულდება პრინციპული ადამიანების მიერ შეტანილი დიდი წვლილით. მისი მხრიდან ბრძოლის პრინციპულობა არის ძალიან ფასეული. უკანონობას არ დავემორჩილეთ და შედეგად, ზურა ჯაფარიძეს აპატიმრებენ. ბრძოლა გაძლიერდება. საერთაშორისო მხარდაჭერა ამ პროცესს კიდევ უფრო გაეზრდება. ზურას საქციელი დასაფასებელია", - განაცხადა ნიკა მელიამ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სასამართლოს ეზოში კი პოლიციელები არიან მობილიზებული.

თაგები:

ნიკა მელია
Advertisement