Logo

ნიკა მელია – უპოზიციობა ვერასდროს ვერაფერს იგებს, ყველგან ყოფნა – არსად ყოფნაა

პოლიტიკა
1180
Frontnews image description

გადამწყვეტ მომენტში პოზიციის არ ქონა, ცუდი პოზიციის ქონაზე უარესია, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში “ახალის” თანათავმჯდომარე ნიკა მელია წერს.

 

“გუშინ საქართველოს წარმომადგენელი ნუცა ბუზალაძე, ევროვიზიაზე 21-ე ადგილზე გავიდა.

 

ქართველებისთვის კი გუშინ, ევროპის მოედანზე, მოიგო ნინო ქათამაძემ, მოიგო ნიაზ დიასამიძემ, მოიგო აჩიკო გულედანმა, მოიგო ბექა გოჩიაშვილმა… მოიგო ყველა მომღერალმა და ჯგუფმა, ვინც ქვეყნის პოზიცია ასახა – ვინც ქვეყნის პოზიცია ევროპელებს დაანახა და საქართველო ევროპასთან დააახლოვა.

 

მოიგო გურამმა, ვახტანგ გორგასალს როდესაც დროშა დააჭერინა.

 

უპოზიციობა ვერასდროს ვერაფერს იგებს. ყველგან ყოფნა – არსად ყოფნაა; გადამწყვეტ მომენტში პოზიციის არ ქონა, ცუდი პოზიციის ქონაზე უარესია”, – წერს მელია.

თაგები:

ნიკა მელია
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები