Logo

ნიკა მელია – უსამშობლო ოლიგარქმა ისეთი რეჟიმი დაამყარა ამ ქვეყანაში, რომ აქ გაჩერება გაუსაძლისი გახდა იმ ასი ათასობით მოქალაქისთვისაც კი, ვისთვისაც ძვირფასია სამშობლო

პოლიტიკა
22.08.2022 / 13:04
Frontnews image description

უსამშობლო ოლიგარქმა ისეთი რეჟიმი დაამყარა ამ ქვეყანაში, რომ აქ გაჩერება გაუსაძლისი გახდა იმ ასი ათასობით მოქალაქისთვისაც კი, ვისთვისაც ძვირფასია სამშობლო. საკუთარ ქვეყანაში დევნილად და გარიყულად ყოფნას, საკუთარ სამშობლოში ემიგრაციას, უცხო ქვეყანაში ცხოვრება ურჩევნიათ!, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

„ამ ქვეყანას ტოვებს ათასობით პოლიციელი, ტოვებს იმიტომ რომ:

 

– ამ ქვეყანაში ვერ ხედავენ განვითარების, ცხოვრების პერსპექტივას! საკუთარი ოჯახების და შვილების მომავალს!

 

– არ სურთ რუსი ოლიგარქის პირად დაცვაში სამსახური.

 

– არ სურთ რომ რუსული ოცნება მათი ხელით ახდეს ამ ქვეყანაში! 

 

– არ სურთ იცავდნენ რუსებს და მათ იმპერიალისტურ გამოხდომებს ქართველებისგან! 

 

– არ სურთ საქართველოს დამოუკიდებლობის არმცნობი კრემლის პროპაგანდისტი ჟურნალისტის – პოზნერის ღომის წელვის დაცვა და აღშფოთებული ქართველი ახალგაზრდების დაჭერა! 

 

– არ სურთ უსამშობლო კადიროვისა და სერგეი ლავროვის ახლო მეგობრის, ოკუპაციის კანონის არაერთხელ დამრღვევი (კადიროგელი )ლევ ძენგოვის უსაფრთხოებას იცავდნენ თბილისურ რესტორნებში დროსტარებისას. 

 

– არ სურთ იყვნენ უკანონო მოქმედებებისა და დანაშაულებრივი უმოქმედობის თანამონაწილები.ამ ქვეყანაში ოლიგარქმა და მისმა დაცვის ყოფილმა უფროსმა გომელაურმა შექმნეს სისტემა, რეჟიმი, რომელიც აგებულია სწორედ ამ ქვაკუთხედზე – უკანონო მოქმედება და დანაშაულებრივი უმოქმედობა. ეროვნული თავმოყვარეობის დაკნინება და ოკუპანტის მაამებლობა.

 

პოლიციელების ხელფასი 1 600 ლარს არ აღემატება, მაშინ როცა მათი მინისტრი, ივანიშვილის პირადი მცველი გომელაური მდიდრული სახლებით და აგარაკებით იწონებს თავს, თავის ოჯახის წევრს რამდენიმე ასეულ ათას ლარად ქორწილს უხდის, სადაც 1 ტორტში 5 ათას ლარს იხდის!ასეთია რუსული ოცნება, ასეთია რუსული სისტემა, ასეთია რუსული სამართალი- უსამართლობა და ძალადობა არის რუსული წესი!

 

ქართველ ხალხს უნდა პროგრესი, კეთილდღეობა, თავისუფლება, უსაფრთხოება – ანუ ის რაც დასავლეთშია თავმოყრილი. ჩვენ არ ვიცხოვრებთ რუსული წესებით, არ შევეგუებით უკუსვლას, ვივლით წინ ევროპისკენ და ყველა სახელმწიფო უწყების პატრიოტი საჯარო მოხელის თუ სამართალდამცავი უწყების თანამშრომლის გვერდში დგომის იმედი გვექნება ამ გზაზე, გზაზე რომელიც მათ შინ ევროპაში დააბრუნებს და ვინც არ წასულა, წასვლას გადააფიქრებინებს – ამ ქვეყანაში ცხოვრების და სახელმწიფოს მსახურების სურვილსა და მოტივაციას დაუბრუნებს, სიამაყის გრძნობას დაუბრუნებს, რომ ემსახურება სამშობლოს!”, – განაცხადა მელიამ.

თაგები:

ნიკა მელია
Advertisement