ნიკა მელია – უცხოელი პარტნიორების აქტიური მხარდაჭერის გარეშე მიხეილ სააკაშვილის ტყვეობიდან დახსნა იქნება ძალიან რთული

ავტორი
Front News საქართველო
უცხოელი პარტნიორების აქტიური მხარდაჭერის გარეშე მიხეილ სააკაშვილის ტყვეობიდან დახსნა იქნება ძალიან რთული – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების გზა აქციების ხალხმრავლობასა და უწყვეტობაზე არის დამოკიდებული, თუმცა მხოლოდ ეს საკმარისი არ იქნება.
“თუ კი რაიმეს ამ პარტიის ლიდერი ამ 6 თვის განმავლობაში თქვენთან ერთად აკეთებს, ეს არის მიხეილ საკაშვილის დახსნა ტყვეობიდან. არ გვექნება მოსვენების საშუალება, სანამ ეს ისტორიული უსამართლობა არ აღმოიფხვრება. თავშივე ჩანდა, რომ მიხეილ სააკაშვილის ტყვეობა ვერ იქნებოდა ხანმოკლე. გამოსავალი არის აქტიურობა, მაგრამ არა მხოლოდ აქციებით. აქციები თანხვედრაში უნდა იყოს უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობასთან.
ჩვენი ვიზიტი უკრაინაში დიდწილად ამ საკითხებს შეეხებოდა, ორ კვირაში რამდენიმე გასვლითი ვიზიტი მაქვს დაგეგმილი ასევე მეგობრებთან ერთად ვიზიტები ჩვენს პარტნიორ ქვეყნებში. მიმაჩნია, რომ ჩვენი მეგიობრების აქტიური მხარდაჭერის გარეშე დახსნა ტყვეობიდან არის ძალიან რთული.
მიხეილ საკაშვილის დახსნა ტყვეობიდან არის ძალიან რთული. არსებობს რამდენიმე გამოსავალი, პირველი – არის ხალხმრავალი განგრძობადი საპროტესტო აქციები, მეორე, საერთაშორისო პარტნიორების ძალიან აქტიური ჩართულობა და მათგან მონაწილეობით მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება.
და მესამე – ქალბატონი ზურაბიშვილის მიერ შესაბამის დოკუმენტზე ხელმოწერა, რასაც ის არ აკეთებს და ამის იმედი აღარავის აღარ გვაქვს.
რაც შეეხება პირველ გამოსავალს, ჩვენ ბევრჯერ ვცადეთ და კიდევ ვცდით. მოლოდინი იმისა, რომ სწრაფი ეფექტი დადგება ჩვენ თითონვე გვაზიანებს, რომ შევიკრიბებით და სწრაფი შედეგი დაგდება“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
თაგები:
ნიკა მელია




