Logo

ნიკა მელია – ვარყიოთ რეჟიმი, სანამ არ ჩამოინგრევა! ყოველდღიურად და მტკიცედ, ასე უწყვეტად და ურყევად

პოლიტიკა
13.11.2021 / 20:49
Frontnews image description

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ნიკა მელია განცხადებით, ოპოზიციის უწყვეტი აქციები გაგრძელდება.

 

როგორც მელიამ პარლამენტთან გამართულ აქციაზე განაცხადა, ხვალ დილიდან აქციები სხვადასხვა ლოკაციაზე ჩატარდება, საღამოს კი პარლამენტთან აქციას მოძრაობა “სირცხვილია” გამართავს.

 

“თუ მართლა გვინდა, რომ ეს სახელმწიფო იყოს დამოუკიდებელი და თავისუფალი, ქუჩაში გამოსვლის დროა. ამ განცხადებებს, რომლებსაც ავრცელებენ, ამ პროცესს, ქართული ოცნება არ აკეთებს. ამ ყველაფერს აკეთებენ პუტინის წარმომადგენლები, ჩვენი მოწინააღმდეგე არ არის ქართული ოცნება, ჩვენი მოწინააღმდეგეები არიან პუტინის წარმომადგენლები და მისი მორჩილები. პრაქტიკულად, მექანიკურად, ხელით არიან მართვის პროცესში ჩართულები. მიხეილ სააკაშვილი და ელენე ხოშტარია რასაც ეწირება, ის მიზანი და ამოცანა არ უნდა დაგვავიწყდეს.

 

ჩვენი ამოცანა, რა თქმა უნდა, არის მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენა, მაგრამ არ დაგავიწყდეთ რისთვის უძალიანდება ამ რეჟიმს მარტო იქ გამოკეტილი. ყოველ დღე უნდა ვიყოთ ქუჩებში, მეთოდურად უნდა ჩამვოშალოთ, ირყევა ეს რეჟიმი უკვე და უნდა ვარყიოთ.

 

ჩვენზეა დამოკიდებული იქნება თუ არა მიხეილ სააკაშვილი ცოცხალი. ვიქნებით აქტიურები მიშაც ცოცხალი იქნება, ელენეც ცოცხალი იქნება და სახელმწიფოც იარსებებს. თითოეულ ჩვენგანზეა ეს დამოკიდებული. წინ გამარჯვებისკენ, ბრძოლისკენ და იმ რწმენისკენ, რამაც ეს დღეები ჩვენ შეგვაძლებინა, რომ უწყვეტი საპროტესტო აქციები გაგვეშალა.

 

წინ კიდევ ბევრი, მძიმე ბრძოლა გველოდება. იცოდეთ, რომ რამდენი პოლიტიკოსიც ან პოლიტიკურად აქტიური ლიდერიც არ უნდა დაგვიჭირონ, კიდევ უფრო მეტნი უნდა გამოხვიდეთ. დღეს სიყვარულის მტკიცება სახელმწიფოსადმი, ერისადმი, სიმბოლოებისადმი – მტკიცდება ქუჩაში. სხვა გზა არ დატოვა პუტინმა, სხვა გზა არ დატოვა ბიძინა ივანიშვილმა. ამიტომ ბრძოლა გამარჯვებამდე. ვარყიოთ რეჟიმი, სანამ არ ჩამოინგრევა! ყოველდღიურად და მტკიცედ. ასე უწყვეტად და ურყევად”, – განაცხადა ნიკა მელიამ. 

თაგები:

ნიკა მელია
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები