
ავტორი
Front News საქართველო
“ახალის” თანათავმჯდომარე ნიკა მელია ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას ეხმაურება.
“ვეღარ ვივლით ევროპაში უვიზოდ, როდესაც ქვეყანას, რუსული წესებით მართავს რუსული ხელისუფლება.
ვერ ვიქნებით ევროპა, თუ ქვეყანაში იქნება მიღებული რუსული კანონი.
ეს ყველაფერი, უკვე ყველას გვეხება, მიუხედავად იმისა, გვაინტერესებს და ვერევით პოლიტიკაში თუ არა, არჩევანი ჩვენზეა და ეს არჩევანი მკაფიოდ დაფიქსირდება”, – წერს მელიამ.
ევროპარლამენტში მიიღეს რეზოლუცია, რომელიც “ქართული ოცნების” მიერ ინიციირებულ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს ეხება. რეზოლუციის თანახმად, ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები არ უნდა დაიწყოს იქამდე, სანამ აღნიშნული კანონი სამართლებრივ დღის წესრიგშია. დოკუმენტში საუბარი ასევე ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებაზე, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასა და უვიზო მიმოსვლის გადახედვაზე.
თაგები:
ნიკა მელია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს