Logo

ნიკა მელია – ვიდრე მიხეილ სააკაშვილი ამ მდგომარეობაშია, აქციები არ დასრულდება

პოლიტიკა
460
Frontnews image description

ვიდრე მიხეილ სააკაშვილი ამ მდგომარეობაშია, აქციები არ დასრულდება,  – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომელმაც აქციის მონაწილეებთან ერთად მთელი ღამე მთავრობის კანცერაციასთან გაატარა. 

 

მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან შეკრებილი ადამიანებს, რომლებმაც  ღამე ღია ცის ქვეშ გაათენეს, დილიდან მოქალაქეები უერთდებიან. 

 

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდიომარის ნიკა მელიას განცხადებით, ქვეყანამ უმძიმეს რეალობაში გაიღვიძა. 

 

“უმძიმეს რეალობაში მოუწია ქვეყანას გაღვიძება, ჯერ კიდევ სათანადოდ ბევრმა ვერ გაიაზრა ეს, სავარაუდოდ,  თავად ხელისუფლებაც ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებს, რა მძიმე დანაშაული ჩაიდინა. თავი დავანებოთ სტატუსს, ნებისმიერი პატიმრის მიმართ მსგავსი მოპყრობა არის დანაშაული, მითუმეტეს,  მესამე პრეზიდენტის მიმართ, რომლის გამოც მღელვარება იყო საზოგადოების უდიდეს ნაწილში. 

 

მიხეილ სააკაშვილი მოთავსებულია იმ ციხეში, სადაც არცერთ შემთხვევაში არ უნდა ყოფილიყო, სადაც უმძიმესი დანაშაულისათვის სასჯელს უამრავი პატიმარი იხდის. ის როგორც პატიმარი, არის სერიოზული საფრთის ქვეშ. ვიდრე მიხეილ სააკაშვილი ამ მდგომარეობაშია, აქციები არ დასრულდება, იქნება უწყვეტი აქციები, დღეში რამდენიმე”, – განაცხადა ნიკა მელიამ.  

 

აქცის მონაწილეები ამ დროისთვის იუსტიციის სამინისტროს იმყოფებიან და მიხეილ სააკაშვილის მიმართ უწყების ქმედებას აპროტესტებენ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები