
ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ ამ უწყვეტ პროტესტს ვაგრძელებთ უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე იმ გათვლით და იმ მიზნით, რომ ეს პროტესტი სულ უფრო მძლავრი გახდება. დღეს ვრჩებით ისევ იქ, სადაც ვართ ახლა, მაგრამ კონკრეტული დამატებითი გადაწყვეტილებები იქნება ასევე მიღებული, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერმა ნიკა მელიამ საპროტესტო აქციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, მიზანი და ამოცანა არის შემდეგი, რომ უახლოეს პერიოდში მთელი თბილისი პროტესტით იყოს მოცული.
“ჩვენ გვაერთიანებს ძალა, რომელიც ბრაზიდან გადაიზარდა დიდ მოტივაციაში. ჩვენ შევთანხმდით მომავალზე, სადაც სახელმწიფოს ბედს საქართველოს მოქალაქე განსაზღვრავს და არა ოლიგარქი და მისი კლანი. შესაბამისად, ჩვენ ამ უწყვეტ პროტესტს ვაგრძელებთ უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე იმ გათვლით და იმ მიზნით, რომ ეს პროტესტი სულ უფრო მძლავრი გახდება. მიზანი და ამოცანა არის შემდეგი, რომ უახლოეს პერიოდში მთელი თბილისი პროტესტით იყოს მოცული. ბევრი ასეთი კერა უნდა გაჩნდეს. აქ თითოეულ ჩვენგანზეა ძალიან ბევრი რამ დამოკიდებული, დღეს ვრჩებით ისევ იქ, სადაც ვართ ახლა, მაგრამ კონკრეტული დამატებითი გადაწყვეტილებები იქნება ასევე მიღებული. შესაძლებელია, რიგი მათგანი სპონტანურად და ამასთან დაკავშირებით საქმის კურსში ჩაგაყენებთ. ჩვენი ვალდებულებაა, რომ ქვეყანა არ ჩავაძირინოთ ბიძინა ივანიშვილს, მას მოუწევს უკან დახევა, მოჯადოებული წრე დაირღვევა”, – განაცხადა ნიკა მელიამ.
თაგები:
ნიკა მელია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს