ნიკა მელიამ კოალიციური გუნდი წარადგინა


ავტორი
Front News საქართველო
თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ კოალიციური გუნდი წარადგინა.
როგორც მელიამ წარდგენაზე განაცხადა, გამარჯვების შემდეგ ის “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობას აღარ აპირებს, დარჩება მხოლოდ პარტიის რიგით წევრად.
რაც შეეხება კოალიციურ გუნდს, მელიას თქმით, მათი სურვილია, რომ გამოწვევებს უპასუხონ.
თბილისის მერის მოადგილეობის კანდიდატები იქნებიან – “ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე, “გირჩის” ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია და ირაკლი აბესაძე, უპარტიო.
“ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურეობის სამსახურის უფროსი – სოფო ჯაფარიძე, “ნაციონალური მოძრაობა”
კულტურის, განათლების, სპორტის სამსახურის ხელმძღვანელი – მედეა მეტრეველი,”ლელო”
ანტიკორუფციულ სამსახურს უხელმძღვანელებს გიორგი ნონიაშვილი, (“ევროპული საქართველო”), შესყიდვების სამსახური – მამუკა აჩბა, (“ერთიანი საქართველო”), მუნიციპალური ინსპექცია – დიმიტრი ბიძინაშვილი, (“ნაციონალური მოძრაობა”), იურიდიული სამსახური – გიგა ლემოჯავა, (“დროა”), ადმინისტრაციის ხელმძღვანელი – დავით ლაგვილავა “ენმ”), ტრანსპორტის სამსახურის ხელმძღვანელი – ვასო ურუშაძე, თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი – ნიკა ვაჩეიშვილი, თბილსერვისჯგუფის ხელმძღვანელი ბესო გაზდელიანი.
გლდანის გამგებელი – თენგიზ გიორგაძე, (ენმ) ნაძალადევის გამგებელი – ლერი დემეტრაშვილი, დიდუბის გამგეობას ჩაიბარებს დავით ნაფეტვარიძე, ჩუღურეთის გამგებელი – კახა ჟღენტი, ვაკის გამგეობა – საბა ბუაძე (ლელო), საბურთალოს გამგეობა – ოთარ თავართქილაძე (ერთიანი საქართველო), ისნის გამგეობა – ლანა გალდავა (ლელო), სამგორის გამგეობა – გულიკო ზუმბაძე (ლელო), კრწანისის გამგებელი – რომეო ფარულავა, მთაწმინდის გამგებელი – თაზო დათუნაშვილი (ლელო).
არქიტექტორის სამსახურის ხელმძღვანელი იქნება ანა ბიბილაშვილი (ლელო)”, – განაცხადა მელია.
მისივე თქმით, ხვალიდან ისინი აქტიურ საარჩევნო კამპანიას იწყებენ და ბევრი პრეზენტაციაა დაგეგმილი.
თაგები:
ნიკა მელია