Logo

ნიკა მელიას აღკვეთის სახით შეფარდებული გირაო პატიმრობით შეეცვალა

სამართალი
363
Frontnews image description

"კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთ ლიდერს ნიკა მელიას აღკვეთის სახით შეფარდებული გირაო პატიმრობით შეეცვალა.

მელიას საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის 50 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, თუმცა მან გადახდაზე უარი განაცხადა, რის გამოც, პროკურატურამ აღკვეთის შეცვლა და დაპატიმრება მოითხოვა.

ნიკა მელია დღევანდელ პროცესზე დასწრებას არ აპირებდა, თუმცა ის ღამით პოლიციამ ადმინისტრაციული წესით დააკავა და დღეს საქალაქო სასამართლოში მიიყვანეს. 

თაგები:

ნიკა მელია
Advertisement